COSMO Lisi
მეტი დრო ახალი ცხოვრებისთვის!
ახალი დეველოპერული პროექტია ავთო ვარაზის ქუჩაზე


ცხოვრების ახალი სტანდარტი
COSMO Lisi თანამედროვე საცხოვრებელი სივრცეა მათთვის, ვინც აფასებს კომფორტს, სიმშვიდესა და ცხოვრების ხარისხს.
პროექტის საფუძველია COSMO Life კონცეფცია, რომელიც აერთიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მრავალფეროვან სერვისებსა და ადამიანზე მორგებულ გარემოს. აქ ყოველდღიურობა სცდება საცხოვრებელი ბინის საზღვრებს და იქცევა სრულფასოვან გამოცდილებად, სადაც დასვენება, განვითარება, აქტიური ცხოვრება და ოჯახთან გატარებული დრო ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს.
COSMO Lisi შექმნილია იმისთვის, რომ მეტი დრო დაუთმოთ იმას, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

პროექტი
არქიტექტურა, რომელიც თქვენს ცხოვრებას ერგება
COSMO Lisi აერთიანებს ოთხ 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, თანამედროვე არქიტექტურასა და გააზრებულ გეგმარებას. ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები, დაბალი განაშენიანების სიმჭიდროვე და ფუნქციურად გადანაწილებული სივრცეები ქმნის კომფორტული ცხოვრების საფუძველს. პროექტში წარმოდგენილია სხვადასხვა ფართობის ბინები, მათ შორის ინდივიდუალური ეზოებითა და გამწვანებული ტერასებით, აუზის მოწყობის შესაძლებლობით. თითოეული დეტალი ემსახურება სივრცის მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას, პირად კომფორტსა და გრძელვადიან ღირებულებას. ეს არის გარემო, სადაც თანამედროვე დიზაინი პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს სრულყოფილად ერწყმის.

მდებარეობა
COSMO Lisi მდებარეობს საბურთალოზე, ავთო ვარაზის ქუჩაზე, ლისის ტბისა და ნუცუბიძის IV მიკრორაიონის მიმდებარედ.
მწვანე, მშვიდი გარემო იდეალურად ერწყმის ქალაქის ინფრასტრუქტურასთან მარტივ წვდომას.
ახლოსაა ლისის ტბის სარეკრეაციო ზონა, თბილისის იპოდრომი, წამყვანი სკოლები და საბავშვო ბაღები. მეტროსადგურამდე დაახლოებით 9 წუთია, ხოლო City Mall-მდე — 12 წუთი.
ეს მდებარეობა საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ ქალაქის უპირატესობებით და ყოველდღიურად დატკბეთ ბუნებასთან სიახლოვით.
ინფრასტრუქტურა
ყველაფერი სრულფასოვანი ყოველდღიურობისთვის
COSMO Lisi-ს ინფრასტრუქტურა შექმნილია იმისთვის, რომ კომფორტი თქვენი სახლის კარს მიღმაც გაგრძელდეს.
3 500 მ² გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, საბავშვო ზონები, მედიათეკა და სამუშაო სივრცეები აქტიური და მრავალფეროვანი ყოველდღიურობის შესაძლებლობას ქმნის.
პროექტი ასევე ითვალისწინებს კაფეტერიას, სუპერმარკეტს, აფთიაქს, კონსიერჟის მომსახურებასა და სადღეღამისო უსაფრთხოებას.
აქ დასვენება, მუშაობა, სპორტი და ოჯახური აქტივობები ერთიან, კარგად ორგანიზებულ გარემოში იყრის თავს.